"ბითლზების“ ყოფილი დრამერი, რინგო სტარი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ დრამერად აღიარეს. მისი ქონება 300 მილიონ დოლარს აღწევს. მუსიკოსმა 30 მდიდარი დრამერის სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილი ერგო Genesis-ის წევრ ფილ კოლინზის, 250 მილიონი დოლარით, სამეულის მესამე ადგილი კი „ნირვანას“ ექს დრამერმა დეივ გროლმა 225 მილიონი დოლარით დაიკავა.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: Eagles, Metallica, The Rolling Stones, U2, Queen, Aerosmith და Red Hot Chili Peppers-ის დრამერები.