„თავისუფალმა საქართველომ“ მცხეთა - მთიანეთსა და რაჭა - ლეჩხუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

„თავისუფალმა საქართველომ“ მცხეთა - მთიანეთსა და რაჭა - ლეჩხუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

„თავისუფალმა საქართველომ“ მცხეთა - მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქების პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატების წარადგინა.

 კანდიდატები ვაკის ოფისში პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ თავად წარადგინა. პარტიის სახელით მცხეთაში კენჭს ქეთი ბექაური იყრის, თიანეთში – დავით ცალხელაშვილი; დუშეთში – ალექსი კობაიძე; ყაზბეგში კი – ზვიად ჩიტიშვილი.

 დღესვე პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რაჭა – ლეჩხუმშიც წარმოადგინა.

 პარტიის სახელით ონში –  ბერიკა მაისურაძე; ამბროლაურში – გუგა სამხარაძე; ცაგერში – როსტომ თვარაძე; ლენტეხში კი ამირან გარდაფხაძე იყრის კენჭს.

  კუკავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „თავისუფალი საქართველო“ 1 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ წინაპირობად ოპოზიციის კოორდინაციას მიიჩნევს.

 „ამ მიზნით, პარტიამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარადგინა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს,ზაზა პაპუაშვილს“, - განაცხადა კუკავამ.

 პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ ყველა საარჩევნო ოლქში შეთანხმდეს ერთიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე.