გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში სამხედრო ვერტმფრენით, ორი დაჭრილი მიიყვანეს.
ჩვენივე ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი კლინიკის ეზოში რამდენიმე ხნის წინ დაეშვა. მანამდე კი, კლინიკის პერიმეტრის დაცვა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ცხელი ხაზის თანამშრომლები კლინიკაში მიყვანილი დაჭრილების შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ისინი from.ge-სთან საუბარში აცხადებენ, მათთვის ასევე უცნობია დაეშვა თუ არა სამხედრო ვერტმფრენი ღუდუშაურის ტერიტორიაზე.
„ვერ გეტყვით, ჩვენ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. არ ვიცით, დაეშვა თუ არა ვერტმფრენი დიდია კლინიკა შესაბამისად, ინფორმაციას არც ამის და არც დაჭრილების შესახებ არ ვფლობთ. მოგვიანებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ“, - განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკის ცხელი ხაზის თანამშრომლებმა from.ge -სთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციისთ, კლინიკაში მედპერსონალის გარდა, სხვა პირებისა და ავტომანქანების შესვლა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ს ქვედანაყოფები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეტზე დივერსანტთა ჯგუფის დევნას ახორციელებენ, რომელთაც მძევალთა რამდენიმე ჯგუფი ჰყავდათ აყვანილი.
შსს-მ უკვე დაადასტურა, რომ სპეციოპერაციისას დაიღუპა ერთი ე.წ. ბოევიკი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.