69 წლის გარდაცვლილი რეჟისორის, ტონი სკოტის ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის რეჟისორის სახელობის სტიპენდიას აფუძნებს, რომელიც AFI -ის (American Film Institute) სტუდენტებს ყოველწლიურად გადაეცემათ.
ტონი სკოტის ოჯახმა, მისი ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით, გადაწყვიტა შეექმნა ფონდი, რომელიც რეჟისორების ახალ თაობას დაეხმარება და თანამედროვე კინემატოგრაფიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ჰოლივუდის რეჟისორის რიდლი სკოტის ძმა, ტონი სკოტი 2012 წლის 19 აგვისტოს, ლოს-ანჟელესთან ახლოს ხიდიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, ოპერატორი და სცენარისტი ტონი სკოტი 1944 წლის 22 ივნისს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. კარიერის დასაწყისში ის ბრიტანულ ტელევიზიების სარეკლამო რგოლებში იყო დაკავებული. ჰოლივუდში 1980-იან წლებში მიიწვიეს. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმით „შიმშილი“, სადაც მთავარ როლებს დევიდ ბოუი და კატრინ დენევი თამაშობდნენ. ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა, ის არაკომერციული აღმოჩნდა და ტონის დარჩენა ჰოლივუდში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საბედნიეროდ, რეჟისორის მომდევნო ფილმი „Top Gun“, სადაც მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობდა კომერციულად დიდად წარმატებული აღმოჩნდა. კრუზთან ერთად მან 1990 წელსაც იმუშავა, ფილმზე „Days of Thunder”.
მის ფილმოგრაფიაში შედის ფილმები: „Top Gun“, "Vincent Thomas Bridge", „San Pedro", „Days of Thunder“, „Beverly Hills Cop II", „Enemy Of The State", „Ridley Scott", „Terminal Island", „The Taking Of Pelham 123“...