შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ნაწილმა სოფელი ლაფაყური დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლონაში რამდენიმე პიკაპის მარკის ავტომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო. ამ დროისთვის უცნობია, გადაჰყავდა თუ არა სასწრაფოს დაჭრილები.
ამ დრომდე ლოპოტას ხეობაში რჩება საქართველოს შს მინისტრი ბაჩო ახალია და რამდენიმე ასეული ძალოვანი სტურქტურის წარმომადგენელი.
სოფელ ლაფაყურში მდგომარეობა უცვლელია. ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არავის არ გაუკეთებია. ადგილობრივ მოსახლეობაში ჯერჯერობით სიმშვიდეა.
სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობს.