კახეთში მიმდინარე დევნის ოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაცი ხდება ცნობილი. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს სააზღვარზე მიმდინარე ოპერაცია მძევალთა გათავისუფლებას უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ დაკარგული 5 პიროვნების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. დღეს კი ირკვევა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, გადმოვიდა დივერსანტთა ჯგუფი, რომლებმაც ამ 5 პირის გარდა მძევალთა კიდევ 2 ჯგუფი აიყვანეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა მთელი ღამე მიმდინარეობდა.
შსს ინფორმაციით, მათ მიერ კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ამ წუთებში მიმდინარე ოპერაცია კი გავრცელებული ინფორმაციით, მესამე ჯგუფის გათავისუფლებას უკავშირდება.
საუბარია 2-3 კაციან მძევალთა ჯგუფებზე. ოპერაციის დროს ერთ ერთი დივერსანტი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. სავარაუდოდ არიან დაჭრილები და დაშავებულებიც.