ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩის N15-ში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებლის დიდი ნაწილი დაიწვა. განადგურდა სახლის სახურავი, დამწვარია ასევე სახლის კედლები და ფანჯრები. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები. თუმცა მობინადრეები ამის მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობას ასახელებენ.