თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა. ტერიტორიაზე შესვლა, საავადმყოფოს პერსონალის გარდა, ყველასთვის აკრძალულია.
კლინიკაში ცოტა ხნის წინ დაცვის პოლიციაც მივიდა, რომელიც საავადმყოფოს პერიმეტრს იცავს.
სავარაუდოდ, დაცვის გაძლიერებული ზომები კლინიკაში საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციას უკავშირდება.
გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის დაღუპულია ორი სპეცრაზმელი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.