საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროში დამატებითი კომენტარები ჯერ არ კეთდება, თუმცა როგორც from.ge -ს სანდო წყარო იუწყება, ამ დროისთვის დაღუპულია ორი სპეცრაზმელი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თუმცა, ეს ინფორმაცია
ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
„ვინ და რა ჯგუფია აღმოჩენილი,ასეთ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. არ შემიძლია,რამე ვთქვა დაჭრილებისა და ზოგადად ამ ოპერაციის შესახებაც იმაზე მეტი,რაც ჩვენს განცხადებაშია ნათქვამი“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია“,-ნათქვმია შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-მ უკვე დაადასტურა, რომ სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი ე.წ. ბოევიკი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.