ზაჰესის ხიდთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ჯერ კლდეს შეეჯახა, შეჯახების შემდეგ კი სავალი ნაწილის გამყოფი ჯებირიდან გადავარდა.
ავარიის დროს მანქანაში 3 მამაკაცი იმყოფებოდა. სამივე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადების მისვლამდე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.