სილვესტერ სტალონეს და ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა

სილვესტერ სტალონეს და ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა

 2012 წელი სილვესტერ სტალონეს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა. ერთი თვის წინ, რეჟისორსა და სცენარისტს უფროსი შვილი  დაეღუპა, რომელიც ლოს-ანჟელესში საკუთარ სახლში, მკვდარი იპოვეს.  გუშინ კი, მისი 48 წლის და, ტონი ენი ფილიტი ფილტვის კიბოთი დაიღუპა.

სტალონესა და ტონის, 90 წლის დედა ჯეკი ამბობს, რომ მისმა ქალიშვილმა სიცოცხლის ბოლო დღეები, საკუთარ სახლში სატა მონიკაში გაატარა. „რა საშინელი თვეა... ჯერ სეიჯი, შემდეგ ტონი. ის ძალიან იტანჯებოდა და ბევრი ტკივილი გადაიტანა. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით მის შვილებს“.

შეგახსენებთ, 36-წლის სეიჯ სტალონეს გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა ამბობდნენ, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსისთვის საკმარისი მტკიცებულებები ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ.