ცნობილი ჰონკონგელი კინორეჟისორი ვონგ-კარ-ვაი ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წარმომადგენელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ, ბერლინალეს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ვონგ კარ ვაი ჩვენი დროის, ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი რეჟისორია. მისი მუშაობის უნიკალური სტილი, ჩვენ ყოველთვის გვაოცებს. მას ჰქონდა სურვილი ყოფილიყო ბერლინალეს ჟიურიში და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით“-ამბობს ფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი.
თავად კარ ვაის ფილმებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე და მთავარი პრიზის მფლობეელბიც გამხდარან. მისი ფილმი „ბედნიერნი“ 1997 წელს კანის კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა. ვონგ-კარ-ვაი 2008 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო. 2009 წელს იგივე ფესტივალი კარ-ვაის ფილმით „იასამნისფერი ღამეებით“ გაიხსნა.
ბერლინის 63-ე კინოფესტივალი 2013 წლის 7-17 თებერვალს გაიმართება.