ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება გამოააშკარავა.
მედია, პროკურატურაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 4 სამხედრო ქვეყანაში გადატრიალებას ამზადებდა. ოთხივე მათგანი ფორტ სტიუარტის ბაზაზე მსახურობდა.
მათ უკვე შეძენილი ჰქონდათ იარაღი და გეგმავდნენ ბაზის იარაღის საწყობის ხელში ჩაგდებას, მოგვიანებით ისინი უსაფრთხოების სამმართველოს შენობის აფეთქებას, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ.
ბრალდებას არ უარყოფენ დაკავებულები. მათმა სავარაუდო ლიდერმა- აიზეკ აგიგიმ დაკითხვისას განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს შავკანიანი ლიდერი სახელით, რომელიც უცხოპლანეტელს უფრო შეეფერება. მედიის ცნობით, სამხედროები საკუთარ თავს უკვდავებს უწოდებდნენ.