ახალგაზრდა ქალი, კანადის ქალაქ როდონში, საქორწინო ფოტოსესიის დროს მდინარეში დაიხრჩო. 30 წლის მარია პანტაზოპულოსს სურდა გადაეღო ფოტოები „trash the dress“-ის სტილში, საქორწინო კაბით. მან გადაწყვიტა ჩანჩქერის ფონზე ეპოზიორა, ფეხი გაუსრიალდა ქვაზე და წყალში ჩავარდა. მძიმე საქორწინო კაბა დასველდა და პატარძალი ჩაძირა, ფოტოგრაფი მოდელის საშველად წყალში გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოასწრო.
„როცა ის წალში შევიდა, კაბა მომენტალურად დაუსველდა, წაქცევის შემდეგ კი მთლიანად დასველდა და დამძიმდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. მაგრამ დინება ძალიან სწრაფი იყო და მისი გადარჩენა ვერ შევძელი, მისი სხეული დინებამ წაიღო“-ამბობს ფოტოგრაფი.
პატარძლის გვამი რამდენიმე საათის შემდეგ, ქალაქის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარემ გამორიყა.