თელავში ძალოვანი უწყებების საგანგებო თათბირი გაიმართა

თელავში ძალოვანი უწყებების საგანგებო თათბირი გაიმართა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე შეიარაღებულ ჯგუფის აღმოჩენასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიერ დღეს საგანგებო სხდომა გამართა. 

სხდომა კახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში ჩატარდა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ესწრებოდნენ. 

თათბრზე უწყებებმა აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია შეაჯარეს.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის შესახებ ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს.