ერთ კონტეინერში განთავსებული სანიჩბოსნო ბაზა

ერთ კონტეინერში განთავსებული სანიჩბოსნო ბაზა

 

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ, ფოთში არსებული სპორტული ბაზები დაათვალიერა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ეკა ბესელიამ სპორტული ობიექტების მონახულება ფოთის საცხენოსნო ბაზით დაიწყო,საცხენოსნო სკოლისათვის საჭირო სტანდარტული პირობები ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ იქმნება.

მოგვიანებით ეკა ბესელიამ, სანიჩბოსნო ბაზაზე გადაინაცვლა, რომელიც მდინარე რიონზე მდებარეობს და საოფისე ფართი არ გააჩნია. მთელი ინფრასტრუქტურა კი, ერთ კონტეინერშია განთავსებული.

სანიჩბოსნო ბაზა, ოლიმპიური ჩემპიონის, ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის სახელს ატარებს, რომელიც ამავე ბაზაზე გადიოდა წვრთნას. კრატასიუკი, XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი) და სსრკ ორგზის ჩემპიონი (1971, 72 - ორადგილიანი ბაიდარა) და მესამე პრიზიორი (1971 - ოთხმოსასმელიანი ბაიდარა) გახლდათ. იყო, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ბესელიამ, ფოთის კალათბურთის დარბაზიც დაათვარიელა, რომელიც რეაბილიტაციასა და რემონტს საჭიროებს. დარბაზში ეკა ბესელიამ  საკუთარი სპორტული მიღწევები გაიხსენა და კალათში რამდენიმე ბურთიც ჩააგდო. კალათბურთის მოედნიდან კომპანია „ატუ“-ს მიერ მშენებარე რაგბის ბაზაზე გადაინაცვლა. სპორტული ბაზების დათვალიერება კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და მაჟორიტარმა კანდიდატმა მალთაყვის წყალსათხილამურო ბაზის დათვალიერებით დასრულდა, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბესელიას განცხადებით, 29 აგვისტოს ყველა არსებულ პრობლემაზე სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.