„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს განმავლობაში მიღებული შემოწირულობებისა და საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1-ელიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, პარტიამ შემოწირულობა 270 პირისგან მიიღო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიმარჯვოთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ქვეყნისათვის, მით უმეტეს, არჩევნების პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და აქტუალობას იძენს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და ახლაც გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩევლებს, მედიის წარმომადგენლებს, ოპონენტებსა თუ სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი შემომწირველებისა და შემოწირულობების შესახებ“, - ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებასთან არსებულ თანდართულ ფაილში აღნიშნულია, რომ წლიურად დასაშვები შემოწირულობის მაქსიმუმი – 60 ათასი ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 38-მა პირმა გაიღო. მათ შორის არიან, ლევან ფხაკაძე, ვახტანგ ედილაშვილი, ნუგზარ აბრამიშვილი, გრიგოლ ნიკოლაიშვილი, სამსონ ფხაკაძე, პაატა ქებაძე, გურამ ზურაშვილი, ედვარდ ხაჩიშვილი, კობა მოსიაშვილი, გიორგი სამხარაძე, კობა მირველაშვილი, ბონდო გოლეთიანი, ილია ნონიაშვილი, ვასილ რევიშვილი, პაატა გაბოძე, გივი შაშიაშვილი, ზურაბ კაიშაური, გიორგი კანდელაკი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, თენგიზ მუჭაური, ჯამალ ველიევი, ბესიკ თოფჩიშვილი, მამუკა ჯანაშვილი, ნინო ლომიძე, ბეჟან გონაშვილი, ნუგზარ აწკარუნაშვილი, გელა კანდელაკი, ენვერ დარსაძე, ირაკლი ცხადაძე, მამუკა ბერიკიშვილი, ჭიჭიკო გოლეთიანი, გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, მალხაზ ხურციძე, გიორგი გოცირიძე და თეიმურაზ მიქაუტაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში ასევე ჩარიცხულია სხვა ოდენობის თანხებიც - 50 000 ლარი; 57 000 ლარი; 55 000 ლარი; 59 000 ლარი; 58 000 ლარი; 48 000 ლარი; 46 000 ლარი და ა.შ.
http://unm.ge/files/UNM_shemotsirulobebi.pdf