პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციაში დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ივანიშვილს ჟურნალისტებმა თერჯოლაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კითხვა დაუსვეს სთერჯოლაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
ივანიშვილის თქმით, კოალიციამ ომარ ნიშნიანიძე ცენტრალურ ჯგუფში გადმოიყვანა და ის ცენტრალურ ოფისში აგრძელებს მუშაობას.
„ამასთან, ისევ საერთო სიაში მოხვდება და აუცილებლად იქნება გუნდის წევრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმითვე, თერჯოლაში ზაზა გოგსაძე ამჯობინეს, რადგან მისი თქმით, მას ხელისუფლებაში მუშაობის მეტი გამოცდილება აქვს.
„არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რაიმე დაპირისპირება არსებობს“- განაცხადა ივანიშვილმა.