სექტემბერში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლების მომდევნო ეტაპი  განხორციელდება

სექტემბერში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლების მომდევნო ეტაპი განხორციელდება

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სწავლების კურსის მორიგი ეტაპი 3-დან 9 სექტემბრამდე და 11-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

ცესკოს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის I ეტაპი.

მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლებას სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ფასილიტატორები და ტრენერები ატარებენ. კურსები კი ძირითადად, სასწავლო დაწესებულებების შენობებში იმართება.

სასწავლო პროგრამა საარჩევნო სისტემების განვითარების, სასწავლო პროგრამას რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი - „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით ახორციელებენ.