თერჯოლაში ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. ინციდენტი "თავისუფალი მედიაჯგუფის" გამოჩენას მოყვა.
აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრის ადგილას „თავისუფალი მედიაჯგუფის" წევრები მივიდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით "ქართული ოცნება" არჩევნებში მარცხდება.
ისინი აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ, მათ შორის იმის შესახებ, აღიარებდა თუ არა ის არჩევნების შედეგებს, თუ "ქართული ოცნება" დამარცხებულად გამოცხადდება.
აღნიშნულ შეკითხვებზე ივანიშვილს პასუხი არ გაუცია და მათ მოუწოდა, "სიცრუის მსახურებას თავი დაანებონ და პროფესიული მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ".
გარდა ამისა, ”მედიაჯგუფის” წარმომადგენლების კითხვებს შეხვედრის მონაწილეების გაღიზიანებაც მოჰყვა, რაც ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ”მედიაჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვედრის ტერიტორია დაატოვებინეს.