„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე ჭიათურელებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა. ჩიკვილაძე დღემდე მუნიციპალიტეტის გამგებელი გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობა შეხვედრის ადგილას ორგანიზებულად, ავტობოსებითა და სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით გოგი ჩიკვილაძემ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა და მოდის იმ განწყობით, რომ კიდევ უფრო ბევრი გააკეთოს. „მისი გაკეთებული და გასაკეთებული საქმეები ჯამში იმ განწყობას ქმნის, რომ ის იყოს წარმატებული კანდიდატი“,-განაცხადა ბაქრაძემ.
დეპუტატობის კანდიდატი კი ჭიათურელებს ახალი სამუშაო ადგილებს, ახალი საწარმოების მშენებლობას და წყლის მომარაგების სისტემის გაუმჯობესებას შეჰპირდა.