ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკა  სირიაში შევიდა

ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკა სირიაში შევიდა

დიდი ბრიტანეთის სპეცჯგუფები უკვე სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ. მათ ძირითად დანიშნულებას ქიმიური იარაღის ადგილსამყოფელის აღმოჩენა წარმოადგენს, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის კუთვნილებაში გახლავთ. იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებას ან მისი ადგილმდებარეობის შეცვლას შეეცდება, სპეცდანიშნულების რაზმები არსენალს გაანადგურებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გუშინ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი სირიაში შეჭრის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ ყურადღებას არ მოვადუნებთ რათა ასადის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის გამოყენება ვერ შეძლოს“,-განაცხადა ოლანდმა.

მასმედიის ინფორმაციით, ბრიტანულ ქვედანაყოფში, დაახლოებით 200-მდე სამხედროა. მათთან ერთად არიან ამერიკისა და საფრანგეთის სპეცდანიშნულების რაზმები.