ერაყში დღეს 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ერაყში დღეს 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

დღეს ერაყში არაკანონიერი ფორმირებების 21 წევრი სიკვდილით დასაჯეს. ერაყის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დასჯილთა შორის 3 ქალია.

„იუსტიციის სამინისტრომ უმაღლესი სასჯელის ზომა აღასრულა მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებში არიან შემჩნეულნი. მათ შორის სამი ქალია“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიკვდილით დასჯამ ერაყში უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს კი საერთაშორისო ორგანიზაციების  შეშფოთებას იწვევს. 2004 წლიდან მოყოლებული ერაყში სასჯელის უმაღლესი ზომა უკვე 12000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელდა.