ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნმა მორიგი წვეულება გამართა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამასთვის შემოწირულობების შესაგროვებლად. საღამო გუშინ ჟენევის უძველეს ნაწილში გაიმართა. მაგიდა რესტორანში 1000 $-ი, ჯორჯ კლუნთან ერთად სურათის გადაღება 5000$-ი ღირდა, კლუნთან ერთად სადილობა კი 15 000 $-ი ღირდა. ეს თანხა კი დაახლოებით 35-მა ადამიანმა გადაიხადა.
სტუმართა სია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საღამოს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას მხარდასაჭერი წვეულება ჯორჯ კლუნმა მაისში საკუთარ მამულში გამართა. საღამოს ესწრებოდნენ ბარბარა სტრეიზანდი, სალმა ჰაიეკი, ტობი მაგუაირი და ჯეკ ბლეკი. კლუნის მამულში „დემოკრატებმა“ 6 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.