„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მცხოვრები 102 წლის ვენერა ჯღარკავა მოინახულა და მარიამობის დღესასაწაული მიულოცა.
„რადიკალურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ხანდაზმული ადამიანების მიმართ. მათი პენსია უნდა იძლეოდეს ღირსეული ცხოვრების საშუალებას. „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლიათ, ითვალისწინებს მინიმალური პენსიის ორმაგ ოდენობას. ამავე დროს მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს“,- განაცხადა ნაჭყებიამ.
ამავე სოფელში მანანა ნაჭყებიას მოსახლეობამ თხოვნით მიმართა გამრიცხველიანების პრობლემასთან დაკავშირებით. ჭვედიდის 35 კომლი გამრიცხველიანების გარეშეა დატოვებული და მოსახლეობას ამის გამო პრობლემები აქვს.
„ მთელს ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ეს უბანი დარჩა გამრიცხველიანების გარეშე. სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდებულია იმს გამო, რომ ყოველთვე უზარმაზარი თანხის გადახდა უწევთ. მივმართავ ენერგეტიკის ახალ მინისტრს ბატონ ვახტანგ ბალავაძეს დახმარება აღმოუჩინოს სოფელს ამ პრობლემის მოგვარებაში“,- განაცხადა ნაჭყებიამ.