სალიტანიო ანჩისხატი თბილისში შემოაბრძანეს

სალიტანიო ანჩისხატი თბილისში შემოაბრძანეს

სალიტანიო ანჩისხატს ჯერ მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოში დააბრძანებენ, შემდეგ კი ანჩისხატის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ხატი ღამე ანჩისხატის ეკლესიაში დარჩება, ხვალ დილით მას მუზეუმში გადააბრძანებენ, შემდეგ კი ისევ ეკლესიაში დააბრუნებენ.

19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ანჩისხატის მომლოცველებმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ხატი თაბორის მთაზე ააბრძანეს. ხატს უამრავი ქართველი და უცხოელი მორწმუნე შეეგება.შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ადგილას, ღვთისმშობლის მიძინების ადგილას, ჯვრის ქართულ მონასტერში და უფლის ამაღლების ადგილას მიაბრძანეს, სადაც აღევლინა პარაკლისები საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისა და ქართული სიწმინდეების დაცვისთვის.