ეკა ბესელია და ლევან იზორია ხვალ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ

ეკა ბესელია და ლევან იზორია ხვალ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ

ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების'' ფოთის საარჩევნო შტაბში,ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია და კოალიცია “ქართული ოცნების '' ჩხოროწყუს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან იზორია ხვალ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ამის შესახებ From.ge-ს ეკა ბესელიას პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესცენტრის ინფრომაციით, ბრიფინგზე კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

კოალიცია „ქართული ოცნების'' მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია სამართლებრივ შეფასებებს მისცემს ფოთის ყოფილი მერიის მხრიდან უკანონოდ, კერძო საკუთრებაში მყოფი ავტოფარეხების ნგრევის ფაქტებს“, - აცხადებენ პრესცენტრში.

ბრიფინგი „ქართული ოცნების“  ფოთის საარჩევნო შტაბში ხვალ, 13 საათზე გაიმართება.