„სირიიდან დევნილთა რიცხვი, სადაც წელიწადზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება ხელისუფლაბასა და აჯანყებულებს შორის, რომლებიც ბაშარ ასადის გადაგომას ითხოვენ, განუხრელად იზრდება“,-ნათქვამია გაეროს დევნილთა კომიტეტის უმაღლესი კომისრის მელისა ფლემინგის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, იორდანიაში, ერაყში, ლიბანსა და თურქეთში გადასულმა დევნილთა რაოდენობამ 214 000 კაცი შეადგინა.
ფლემინგის განცხადებით, ბოლო დღეებში დევნილთა რაოდენობამ იმატა და შეიძლება ეს რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდოს.
.