მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი საავტომობილო გვირაბი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ  გახსნა.

95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა,დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. გვირაბის  გარე პერიმეტრი გრანიტით მოპირკეთდა.

ახალი გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდა შუქნიშანი, სატრანსპორტო კვანძი მოეწყო და შესაძლებელი გახდა მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობებს მინიმუმამდე შეამცირებს.

გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გაშენდა დასასავენებელი სკვერი.