პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ყოფილ სასტუმრო „უშბაში“აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. დავით უსუფაშვილი დევნილებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და მათი საცხოვრებელი ადგილები დაათვალიერა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით ქვეყნის სირცხვილია, როცა საკუთარ სამშობლოში ადამიანები დაახლოებით, 20 წელია ასეთ პირობებში ცხოვრობენ.
„ყველა ქვეყანაში არის უმწეო და ღარიბი მოსახლეობა, მაგრამ არცერთ ქვეყანაში დევნილებს ასე უპატივცემულოდ არ ექცევიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ან ხელისუფლებები, როგორ კარგადაც უნდა მართავდნენ სახელმწიფოს, როცა 20 წლის განმავლობაში დევნილები ამ პირობებეში იმყოფებიან, ის ხელისუფლება შესაცვლელია.
დევნილებმა მთავარ პრობლემად შენობის მესაკუთრის საკითხი დააყენეს. დავით უსუფაშვილი მათ დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში, პარასკევს მათ შენობის მესაკუთრის საკითხს გაურკვევს.