საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს facebook -ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „Summer Job“-ის მონაწილე ყველა სტუდენტმა ანაზღაურება მიიღო.
სამინისტრო „Summer Job“ - ის ხელფასებთან დაკავშირებით გაურკვევლობაში მყოფ სტუდენტებს მოუწოდებს, შეატყობინონ დეტალური ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე: pr@mes.gov.ge ან მიაკითხონ განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროექტის „Summer Job“-ის მონაწილე ყველა სტუდენტმა, რომლებმაც შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მიიღო კუთვნილი ანაზღაურება“, - ნათქვამია სამინისტროს facebook- ის გვერდზე.