საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 168 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, თუმცა კალმახელიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის დანაშაულებისთვის არსებული მსჯავრდებულები შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.
„შეწყალებულთა შორის არის რამდენიმე ქალი მსჯავრდებულიც და არ არის არც ერთი არასრულწლოვანი“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება.