საფრანგეთის დედაქალაქში, მარსის მოედანზე ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საკუთარი კანონიერი უფლებების აღდგენასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ითხოვენ, რათა თითოეულმა მოქალაქემ მოახერხოს არჩევნებში მონაწილეობა და თავისი სამშობლოს ბედის გადაწყვეტა. ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათი საარჩევნო ხმების „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გამოყენებას აპირებს.
„ვფიქრობთ, უსამართლოდ ჩატარებული და გაყალბებული არჩევნების შედეგია ის, რომ მე და მრავალი ჩემნაირი უცხოეთში ვართ გადახვეწილები. ერთი ჩემი ხმის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვს მე სამშობლოს ვუკარგვავ“,-აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე თინა რობაქიძე.
ემიგრანტების განცხადებით, არა მარტო მათთვის, ვინც თავშესაფარს ითხოვს, არამედ პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვისაც კი სარიკსოა საკუთარი მისამართის განცხადება და საელჩოსთან თანამშრომლობა.
„ანკეტა პარადოქსული ქვედანაყოფებისგან შედგება. მოგეხსენებათ, ემიგრანტების დიდი ნაწილი ან თავშესაფარს ითხოვს საფრანგეთში, ან პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი გააჩნია. პირველისთვის სარისკოა თავისი საცხოვრებელის მისამართის დასახელება,რასაც ითხოვს ანკეტა ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი აქვთ, მათ საფრანგეთის ხელისულება არ იცავს. ეს ანკეტა რომ შეავსო და ჩაააბრო, საჭიროა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობა არ იცავს აქვს“,-აღნიშნავს აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ ნებიერიძე.