ირანმა ასადის რეჟიმის დასახმარებლად დამასკოში ისლამიის რევოლუციის დამცავთა კორპუსი და ასეულობით ფეხოსანი გააგზავნა. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება.
გამოცემის თანახმად, თეთრმა სახლმა გაფრთხილება მისცა დამასკოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის კონტაქტს გაწყვეტავდა ირანთან და „ჰესბოლასთან“, ამერიკა მას ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებაში დაეხმარებოდა. გამოცემა სირიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემზე დაყრნობით საუბრობს. „თუმცა ჩვენ მაშინ ვერავინ განგვიმარტა, რატომ უნდა გაგვეწყვიტა კავშირი ირანთან, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პარტნიორია ბევრ საკითხებში“,-აცხადებს მუალემი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი სამხედრო არმიას აგზავნის ასადის რეჟიმის დასახმარებლად. ჯერ კიდევ თებერვალში მასმედია საუბრობდა იმაზე, რომ ასადის რეჟიმის გასამყარებლად, 15 000 ირანელი ჯარისკაცი ჩავიდა დამასკოში.