Reuters-ის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, დამასკოში ბაშარ ასადის სახელისუფლო ავიაციამ დარტყმები განახორციელა, დაღუპულია 60-მდე ადამიანი.
ავიადარტყმები იმ რაიონებში განხორციელდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჯანყებულები იმალებოდნენ.
სირიის ხელისუფლება ჟურნალისტებს არ აძლევს ნორმალურად მუშაობისა და ინფორმაციის მოპოვების საშუალებას. სააგენტოს კორესპოდენტმა ეს კადრები ადგილობრივი მცხოვრების მიერ მობილურით გადაღებული კადრების საშუალებით ნახა.