სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკუდებლობის აღიარების მეოთხე წლისთავზე განაცხადა, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის მიწაზე მშვიდობის დასაცავად, რუსი სამხედროები დგანან.
„რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება?
პირველ რიგში ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტი. ადრე, ქართველი აგრესორები, რომლებიც სწრაფი ომის იმედად გეგმებს ამუშავებდნენ, სამხრეთ ოსეთის დაპყრობა იოლი ეგონათ . რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამ და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმებამ მოიტანა ის, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის მიწაზე მშვიდობის დასაცავად მებრძოლები რუსი სამხედროები დგანან.
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენი ხალხის მიმართ, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა და ერების უმაღლესი პრონციპის თვითგამორკვევის რეალიზაციაა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს, საერთაშორისო სამართლის სისტემაზე დაფუძნებულ დოკუმენტშია ჩადებული“,-განაცხადა თიბილოვმა.