პოლიტიკური კოალიცია „ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატი, მამუკა არეშიძე სოფელ ნაგების მოსახლეობას შეხვდა.
სოფლის მოსახლეობას ძირითადად სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკო-მიგრანტები შეადგენენ, რომლებმაც დეპუტატობის კანდიდატს თავისი პრობლემები გააცნეს. სოფელ ნაგებში, ისევე როგორც მთელ გარდაბნის რაიონში მთავარი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყალია, გაუდაბნოება ემუქრება სოფლის საძოვრებს. სოფელ ნაგებში არ არის ბუნებრივი აირი და ნაგავსაყრელი. მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს ე.წ. „კარიერი“ წარმოადგენს, საიდანაც მოსახლეობა ჯართს აგროვებს. სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ამის მიუხედავად ხელისუფლება მათ არაფრით ეხმარება.
არეშიძე სოფელ ნაგების მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.