საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“

საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, უკვე მეორედ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „ტაო-კლარჯეთი“.

კონფერენცია გაიმართება 5-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება; ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება; განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც კაშხლების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში დაიტბორება; ფართო საზოგადოებაში ტაო-კლარჯეთის ძეგლთა მეტი პოპულარიზება და სხვ.


ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ფორუმების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, სადაც ტაო-კლარჯეთის თემით დაინტერესებული ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებსა და ხედვებს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია რეგიონის მრავალმხრივი შესწავლის თვალსაზრისით. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 35-მდე უცხოელი და 80-მდე ქართველი მეცნიერი.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.manuscript.ge/uploads/taoprograma.pdf