უფლებადამცველი, დაჩი ცაგურია ბენზინის ფასებთან დაკავშირებით დღეს აქცია-ბრიფინგს - „კეზრაშვილის ტარიფები" გამართავს.
როგორც ცაგურიამ From.ge-ს განუცხადა, აქციაზე მედიას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია საწვავზე ხელოვნურად და უკანონოდ გაზრდილი ტარიფების შესახებ და იმაზე თუ როგორ აისახება აღნიშნული ფასნამატი სავაჭრო ქსელში არსებული პროდუქციის უმეტესობაზე.
მისი თქმით, საქართველოში ბენზინის, ისევე როგორც სხვა ბიზნესს, ხელისუფლების მიერ დანიშნული ბიზნესმენები აკონტროლებენ და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ ფასებზე აქტიური მონოპოლია ხორციელდება.
„რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილმა ბენზინი ფასი კიდევ 10 თეთრით გაზარდა. მას ასე თითის დატკაცუნებით შეუძლია ფასების ზრდა და კონტროლი. ეს იმაზეა დამოკიდებული, დილით როგორ ხასიათზე გაეღვიძება. სწორედ ამას გავაპროტესტებთ დღეს“, - განაცხადა მან.
ცაგურიას განმარტებით, დღეისათვის მთელს მსოფლიოში ნავთობის ფასი ისეთი დაბალია, როგორც 90 -იან წლებში იყო. თუმცა მისი თქმით, საქართველოში ბენზინის ფასმა, არათუ დაიკლო, არამედ გაიზარდა კიდეც და აღნიშნა, რომ ფასებს შორის შეუსაბამობა დაახლოებით 70 თეთრია.
უფლებადამცველი ამ ყველაფერს არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„როგორ ჩანს მოახლოებული არჩევნების ფონზე მათ ფული ჭირდებათ. აღნიშნული 70 თეთრი არის ხელოვნურად ფასნამატი თანხა და ის პირდაპირ შავ ფულად მიედინება ხელისუფლების ჯიბეებში. ძალიან მალე, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება და დასრულდება სააკაშვილის რეჟიმი, ბენზინის ფასი საქართველოში 70 თეთრით დაიკლებს“, - განაცხადა ცაგურიამ.
აქცია დღეს სანაპიროზე, ბენიზნგასამართ