„ისააკმა“ რესპუბლიკელებს ყრილობა ჩაუშალა

„ისააკმა“ რესპუბლიკელებს ყრილობა ჩაუშალა

ქარიშხალმა „ისააკმა“, რომელმაც დამანგრეველი ძალით გადაურა ჰაიტსა და კუბას, ფლორიდაშიც ჩააღწია. ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა პირველ დღეს მხოლოდ ხუთ წუთს გაგრძელდა, რადგან კოკისპირული წვიმისა და ქარიშხლის გამო, ღონისძიების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ორგანიზატორთა განცხადებით, ყრილობა სამშაბათამდე გადაიდო, სწორედ ამ ყრილობაზე აპირებენ „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახლებას ბარაკ ობამას წინააღმდეგ. ამერიკელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს მორმონი მილიარდელი მით რომნი იქნება.

მით რომნი ფლორიდაში ჩასვლას „ისააკის“ გადავლის შემდეგ აპირებს.