პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 9 სექტემბერს ზუგდიდში დაგეგმილი აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი შეიტანეს.
კოალიციის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ნებართვას ითხოვენ.
მუნიციპალიტეტის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.