ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ქუმლისციხესა და დაბა გუდაურში 60 ნაგებობას, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს სრული რეკონსტრუქცია უტარდება.
თითოეული სახლი თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი ენერგო ეფექტური მასალებით მოპირკეთდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს.
უახლეოს მომავალში გუდაურში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყება, რომლის ფარგლებში, 2 200 მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. საგზაო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. გუდაურში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ასევე წყალმომარაგების კუთხითაც. აგვისტოს ბოლოს დაიწყება გუდაურის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის სრული რეაბილიტაცია, რაც 50%-ით გაზრდის კურორტისთვის მიწოდებული წყლის რაოდენობა.
სამთო-სათხილამურო კურორტზე ასევე ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 100 ადამიანია დასაქმებული. გუდაურში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.