საია და „სამართლიანი არჩევნები“ ამბროლაურში

საია და „სამართლიანი არჩევნები“ ამბროლაურში "ქართული ოცნების" აქციის პროცესს დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. 

ორგანიზაციის დამკვირვებლები ამბროლაურში მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგს გაუწევენ, რომლებიც დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. 

„იმედი გვაქვს, ამბროლაურში აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება", - აცხადებენ ორგანიზაციებში.

„ქართული ოცნების“ აქცია დღეს, ამბროლაურში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზეა დაგეგმილი.