არჩევნების პორტალს ELECTIONPORTAL.GE არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება. ამის პრეზენტაცია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაიმართება.
პრესკონფერენცია სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" 12:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ჯამპსტარტ ჯორჯია და არასამთავრობო ორგანიზაციების - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიღებს.
არჩევნების პორტალის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო".
არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
ვებ გვერდი შექმნილია ჯამპსტარტ ჯორჯიას (jumpstart.ge) მიერ.