BBС-ის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია გილმენდში 17 ადამიანია აღმოჩენილი, რომელთაც თავები აქვთ მოკვეთილი.
ამ განაცხადებას ავღანეთის ხელისუფლება ავრცელებს. დაღუპულთა შორის 2 ქალია.
ადგილობრივ ხელისუფალთა განცხადებით, ეს თალიბების ნახელავია, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებან თავდასხმებს ადგილობრივ მოსახლეობასა თუ სამხედროებზე. სააგენტოს განცხადებით, ყველაზე ხშირად თავდასხმები, სწორედ ამ პროვინციაში ხდება.