გია ხუხაშვილი: დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი ბაქრაძისა და ივანიშვილის ცაგერში შეხვედრა გახლდათ

გია ხუხაშვილი: დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი ბაქრაძისა და ივანიშვილის ცაგერში შეხვედრა გახლდათ

ექსპერტი გია ხუხაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მოსახლეობასთან შეხვედრებისას ნათლად ჩანს, რომ პროცესების შეჩერება, რომელიც საქართველოშია დაწყებული, შეუძლებელია.

„არ არის აუცილებელი, ყოველ შეხვედრაზე მოსახლეობასთან რაიმე ახალი ინიციატივა გააჟღერო. რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, პროცესი შეუქცევადია.ეს ნათლად გამოჩნდა ცაგერსა და ლეჩხუმში შეხვედრისას.  მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ პროცესი შეაჩერონ, სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში შეხვედრებისას, ნათლად ჩანს, რომ პროცესის შეჩერება შეუძლებელია.

დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი ბაქრაძისა და ივანიშვილის ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში შეხვედრა გახლდათ-ნახევრად მომტირალი სახე „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომრისა და გაღიმებული ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ის რეალური პროცესები, რაც მიდის დღეს საქართველოში“,-აცხადებს ხუხაშვილი.