ლოტოს გათამაშებაში, ჯეკპოტი მილიონი ლარი გორელმა 49 წლის ნანა ყალიაშვილმა მოიგო. ყალიაშვილმა მომგებიანი ბილეთი თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა, რომლის გამყიდველიც ლატარიის კომპანიისაგან მოგებული თანხის 2 პროცენტს, ანუ 20 ათას ლარს მიიღებს. ამ დროისთვის გამარჯვებულს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ცენტრალურ სერვისცენტრში მასპინძლობენ.
კომპანიამ ლოტოში მოგების სახით უკვე გასცა 28 მილიონ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომიდან ლატარია ახალ სიურპრიზებს შესთავაზებს მომხმარებელს.