თბილისის საქალაქო სასამართლო ქლორის გაჟონვის საქმის განხილვას იწყებს. შპს „კრისტალის“ დირექტორის ლევან დაუთაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მისი ადვოკატის
მალხაზ ნაყოფიას განცხადებით, დღესვე, საქმის არსებითად განხილვის თარიღი ჩაინიშნება.
ლევან დაუთაშვილი ქლორით გაჟონვის ფაქტზეა დაკავებული, ამს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე დაკავებულია, ასევე, შპს „სენტიმენტალ ჯიემჯის“ წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი. მას 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
3 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს „კრისტალის“ კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით შპს „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი მეორე დღესვე დააკავეს.