86 წლის ჰერცოგინია ალბა, ესპანეთის კუნძულ ფორმენტერის სანაპიროზე ბიკინებით გამოჩნდა.
ესპანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონთან ერთად დროს მისი 61 წლის მეუღლე ატარებდა, მასზე ჰერცოგინია შარშან გათხოვდა (ეს ალბას მესამე ქორწინება იყო). წყვილი სანაპიროზე
სეირნობდა, ჰერცოგინია შეზლონგზეც თავდაჯერებულად იყო წამოწოლილი და მზესაც მშვიდად ეფიცხებოდა. ეცვა ჭრელი ბიკინი, ეკეთა ვარდისფერი სათვალეები და თმებშიც ყვავილებიანი სამაგრი ეკეთა.
ჰერცოგინია ალბა მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ჰერცოგინიაა. ის 7 ჰერცოგის, 22 გრაფის, 24 მარკიზის ტიტულის მფლობელია. გარდა ამისა ალბა ცნობილია, როგორც საკმაოდ ექსტრავაგანტური და ამავე დროს ექსცენტრიკული ქცევის ადამიანი.
ექსცენტრიულმა ქალბატონმა დამსვენებლები თავისი გარეგნობით გააოცა. ის ისევ მშვენიერი სხეულის პატრონია, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც აღნიშნეს, რომ მიუხედავად ახალგაზრდული სხეულისა, კანი საოცრად დანაოჭებული აქვს.