ჯონ გალიანოს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს

ჯონ გალიანოს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს

Christian Dior-ის ყოფილ არტ-დირექტორს ჯონ გალიანოს, საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს.

გადაწყვეტილებას ხელი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, გალიანოს  ანტისემიტური განხადებების გამო მიიღო. კერძოდ, სკანდალი დიზაინერის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც გასული წლის თებერვალში გალიანომ პარიზის ერთ–ერთ პრესტიჟულ კაფეში უცნობ წყვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წყვილმა მას უჩივლა და  ანტისემიტიზმსა და ხულიგნობაში დაადანაშაულა.

დიზაინერი ანტისემიტიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. სასამართლომ გალიანოს ექვსი ათასი ევროს ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულმა ბრალდებამ გალიანო მსოფლიო მოდის სამყაროში რეპუტაცია სერიოზულად შეურყია. 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამოდელო სახლმა „Dior“ გალიანოს კონტრაქტი გაუწყვიტა.

საპატიო ლეგიონის ორდენი - საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მოდელიერს მინიჭებული ჰქონდა 2009 წელს, წინამორბედი პრეზიდენტისაგან.